ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მომხდარზე - სასამართლოს მასალებიდან ჩანს, რამდენად არაეფექტურად იმოქმედა სკოლის ადმინისტრაციამ და იმ პირებმა, რომლებსაც ამ ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა

სასამართლოს მასალებიდან ჩანს, რამდენად არაეფექტურად იმოქმედა სკოლის ადმინისტრაციამ და იმ პირებმა, რომლებსაც ამ ბავშვებსა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა ამ კონკრეტული შემთხვევის პრევენციისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მის მიერ შესწავლილი საქმის მასალების კომენტირებისას განაცხადა.

"გამოძიების თვალსაზრისით, ამ ქვეყანაში სისტემური პრობლემები არსებობს. ეს არ არის ერთადერთი საქმე, სხვა საქმეები შეიძლება გახმაურებული არ არის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ თითქმის ყოველდღე ვიღებთ შვილმკვდარი მშობლების განცხადებებს, რომლებსაც სერიოზული კითხვის ნიშნები აქვთ გამოძიებასთან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, ის გახმაურდა და ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რაც არსებობს როგორც განათლების სისტემაში, ისე სამართალდამცავში. სასამართლო ეტაპზე ამ საქმის შესწავლამ ნათლად წარმოაჩინა თუ რამდენად არ არის უზრუნველყოფილი დღეს უსაფრთხოება, რამდენად არ გვაქვს ბულინგის პრევენციის პრობლემა და რამდენად ვერ რეაგირებს ეფექტურად ის უწყება და ადმინისტრაცია, თუ მანდატური, ვინც სკოლაშია, მსგავს ფაქტებზე. მე არ მინდა ვინმეს თავს მოვახვიო რამე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სასამართლოს მასალებს და ნახოთ, რამდენად არაეფექტურად იმოქმედა სკოლის ადმინისტრაციამ და იმ პირებმა, რომლებსაც ამ ბავშვებსა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა ამ კონკრეტული შემთხვევის პრევენციისთვის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა