ზაზა სარალიძე - მირზა სუბელიანი მაქსიმალურად ეცადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამოძიება სხვა გზით წასულიყო

მირზა სუბელიანი მაქსიმალურად ეცადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამოძიება სხვა გზით წასულიყო, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება არ წასულიყო გამოძიება სწორი მიმართულებით, ამ საქმეში მთავარი ფიგურანტი არის მირზა სუბელიანი, რომლის შვილის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი, რომლის შვილიც არის ორგანიზატორი ამ საქმის და რომლის შვილმაც შეკრიბა ეს ბავშვები, დაურეკა თავის დეიდაშვილს და სხვა პირებს.

ფაქტია, რომ რაღაც მუხლით მაინც არის დამნაშავე მირზა სუბელიანის შვილი, ეს იყოს თუნდაც ხულიგნობა ან ორგანიზატორობა. ამას დავუმატოთ ის, რომ საქმეში მირზა სუბელიანის ცოლის დისშვილი ერთვება.

მაქსიმალურად ეცადა მირზა სუბელიანი, რომ სხვა გზით წასულიყო ეს გამოძიება. ბატონი გიორგი გახარია რომ მიმტკიცებს დღეს, ჩემი უწყება გამოიძიებსო, მისმა უწყებამ პირველად დაიწყო ამ საქმის გაყალბება - ფარდული არასწორ დროს დაინგრა, ასევე არ იყო ამოღებული მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი. ამ დროს გამოძიება შსს-ს დაქვემდებარებაში იყო.

მირზა სუბელიანის ქმედება ამ საქმეში ძალიან დიდია და ამაში ეტაპობრივად დავრწმუნდი. გამოკითხულიც კი არ არის მირზა სუბელიანი. ის 6 თვის მერე დააკავეს, თუმცა ეს აქამდეც იცოდნენ და დღეს მიმტკიცებენ, რომ სწორად გამოიძიებენ საქმეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის" 376-ე მუხლის თანახმად დააკავა და მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა