ზაზა სარალიძე - ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი ფრაზა: „ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს“

ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი ფრაზა: „ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს“, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ფლობს თუ არა ის ინფორმაციას მოწმეებზე ზეწოლის შესახებ.

„პირდაპირ ინფორმაციას სამწუხაროდ ვერ ვფლობ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა და ყველანაირად ვცდილობდი, გავსულიყავი ვინმეზე, მაგრამ ზუსტად ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი რამ: „ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს“. ვისზე იყო საუბარი, სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი. რომელიღაც გამომძიებელი ან პროკურორი ეუბნება ამ ბავშვებს ასეთ სიტყვებს“, - განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, ზვიად კუპრავას, რომელიც ამ საქმეს თავისი გზებით იძიებდა, გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ბაბუა ბორის კაკუბავა იყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს