ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი მასთან სახლში იმყოფებოდა და ოჯახს ბოდიში მოუხადა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მასთან სახლში მივიდა, ოჯახს ბოდიში მოუხადა და საჩუქრად ბიბლია და ხატი გადასცა.

ამის შესახებ სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული. ეს მოხდა მისი შვილის დაკითხვის შემდეგ. სასამართლო პროცესზეც მომიბოდიშა, მომისამძიმრა. სახლში როცა იყო მოსული, სამწუხაროდ, მე არ ვიყავი, ჩემი მეუღლე იყო. ბოდიშის მოხდის და მოსამძიმრების მიზნით მოვიდა. ბიბლია გადმოგვცა საჩუქრად და წმინდა გიორგის ხატი ბავშვის სახელზე. დანარჩენი არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, გარდა იმისა, რომ ტელეფონით მირეკავდა სახლში მოსვლამდე, იმის დადგენა უნდოდა, სახლში ვიყავი თუ არა და ისევ და ისევ მიბოდიშებდა, რომ ალბათ, რაღაც შეცდომა დავუშვი ბავშვის აღზრდაშიო“, - განაცხადა სარალიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა