ზაზა სარალიძე - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გასაუქმებელია და ხელახლაა ჩასატარებელი

სამხარაულის ექსპერტიზა გასაუქმებელია და ხელახლაა ჩასატარებელი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ზაზა სარალიძემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებულ დასკვნაში.

„სამხარაულის ექსპერტიზა გასაუქმებელია და ხელახლაა ჩასატარებელი, რაც სამწუხაროდ, აღარ ჩატარდება. გასაუქმებელია იქიდან გამომდინარე, რომ იქ კონკრეტულად არაფერზე არ არის საუბარი.

ექსპერტს კითხეს, შესაძლოა თუ არა იდენტური დანები დაახლოებით 5 ყოფილიყო გამოყენებული ჩემი შვილის ნაწილში, მან თქვა, რომ არ გამოვრიცხავო, შესაძლებელიაო. აქედან გამომდინარე, ეს დასკვნა აბსურდულია.

ამასთან, სამხარაულის ექსპერტიზამ დამალა და არ იმსჯელა ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებზე, რომელიც პირდაპირ გამორიცხავდა მხოლოდ და მხოლოდ დანების მოქმედებას.

დაზიანებული იქნა საქმეში არსებული ერთ-ერთი დანა, რომელიც, როგორც თვითონ განმარტეს, დაზიანდა საექსპერტო მოქმედების დროს. გამოცადეს მუყაოზე, ქაღალდსა და ნაჭერზე. რომელმა მუყაომ გაღუნა დანის წვერი? გასთვალისწინებელია, რომ ამ დანას ედავებოდნენ ჩემი შვილის ნაწილში 10 ჭრილობას და ლევანის შემთხვევაში ნეკნის გატეხვას. ამ ჭრილობებმა ვერ გაღუნეს და მუყაომ გაღუნა? ეს იყო მიზანმიმართულად დაზიანებული დანა.

არ იყო გამოკვლეული ლევან დადუნაშვილის შარვალზე მიშხეფებული სისხლი. ვის ეკუთვნის არ არის დადგენილი.

როგორ მოხდა, რომ დანაზე, რომელსაც ჩემი შვილის დაჭრაშიც ფიგურირებს, ჩემი შვილის დნმ პროფილი წაიშალა და ლევან დადუნაშვილის დარჩა?

ამომწურავი პასუხი ექსპერტიზის ბიუროს არაფერზე არ გაუცია“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა