დავით უსუფაშვილი - ეკლესიის პოზიცია მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ საერო საკითხებზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებებმა

საერო, საჯარო საკითხებზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებებმა და სტრუქტურებმა. ეკლესიის პოზიცია გადაწყვეტილების მიღებისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი პოზიცია, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სინოდის კრების ოქმთან და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

"არ მიკვირს, რომ ეკლესიის პოზიცია ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, არის ულტრაკონსერვატორული და არა ულტრალიბერალური, ამიტომ ყველამ ყურადღებით უნდა მოვისმინოთ ეს მოსაზრება, მაგრამ საერო, საჯარო საკითხებში გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებებმა და სტრუქტურებმა. მათთვის ეკლესიის პოზიცია გადაწყვეტილების მიღებისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი პოზიცია. ამავე პოზიციაზე არის ბევრი ჩვენი მოქალაქე, რომ მომხმარებლის არადამნაშავედ ცნობა გამოიწვევს ნარკოტიკების მოხმარების გაძლიერებას. მე მგონია და მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ნარკოტიკის მომხმარებლის დამნაშავედ გამოცხადებით ჩვენ ვერც ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობას ვამცირებთ და ვერც ადამიანების გამოსწორებას ვუწყობთ ხელს. მე არ ვარ ლეგალიზაციის მომხრე, მე ვარ მომხრე მოხმარების დეკრიმინალიზაციის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე: ახდენს თუ არა ეკლესია გავლენას სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არ ახსენდება, საპატრიარქოს ხელისუფლებაზე ძალა ეხმარა გადაწყვეტილების მიღების დროს.

"არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც საპატრიარქოს ძალა ეხმარა ხელისუფლებაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღების ან არმიღების დროს. ხელისუფლებაში ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანები, ისეთი მყარი ხერხემლის მქონე ადამიანები, რომლებიც ყველა არგუმენტს მოისმენენ ყველა მხრიდან - ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, ეკლესიიდან, ახალგაზრდობიდან და აიღებენ პასუხისმგებლობას და მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე რასაც ვაკვირდები, ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი და სახელმწიფო მოხელე, ეს მარტო "ქართული ოცნების" პრობლემა არაა, ამოეფარება ხოლმე ეკლესიის ავტორიტეტს - თუ გევალება გადაწყვეტილების მიღება, უნდა მიიღო და აგო პასუხი",- განაცხადა უსუფაშვილმა.

წმინდა სინოდის აზრით, კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა