მდინარე არაგვზე წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე არაგვზე წყლის ხარისხი გამოიკვლია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ჩატარებული კვლევების შედეგად, მდინარე არაგვზე წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირდა.

„სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში განისაზღვრა 32 ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრი, მათ შორის, მთავარი იონები, ბიოგენები, ჟანგბადის ბიოლოგიური მომხარება, ელ. გამტარობა, გახსნილი ჟანგბადის შემცველობა და მძიმე ლითონების კონცენტრაციები. არებულ სინჯებში განისაზღვრა ასევე ტოტალური კოლიფორმების, E.coli-სა და ფეკალური სტრეპტოკოკების შემცველობა“, – აცხადებენ სამინისტროში.

კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა