ზესტაფონის მუნიციპალიტეტს „ ჯორჯიან მანგანეზმა“ დასუფთავების სპეციალური ტექნიკა გადასცა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტს „ჯორჯიან მანგანეზმა“ დასუფთავების სპეციალური ტექნიკა გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფავების სამსახურს HOWO-ს ფირმის დასუფთავების სპეციალური ტექნიკა გადასცა. სპეცტექნიკის ღირებულება 103 137, 65 ლარია და ძირითადად ქალაქის დასუფთავებას მოემსახურება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ კომპანიას საჩუქრისათვის მადლობა გადაუხადა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჩვენი მუდმივი პარტნიორი და არაერთი სასიკეთო საქმის მოთავეა. მსგავსი სპეცტექნიკა მუნიციპალიტეტს არ ყავს და მისასალმებელია მათი მხრიდან გამოჩენილი კეთილი ნება, რისთვისაც მადლობას ვუხდით კომპანიის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის, ვასილ გველესიანის თქმით კი, „კომპანია პასუხისმგებლობას და ვალდებულებას გრძნობს ქალაქის წინაშე, რაც საქმით არაერთხელ გამოხატეს და სამომავლოდაც მრავალ საინტერესო იდეას განახორციელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა