ზვიად ძიძიგური - სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება არ იგეგმება, ვინაიდან არ იგეგმება ფუნქციების შემცირება

სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება არ იგეგმება, ვინაიდან არ იგეგმება ფუნქციების შემცირება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის განმარტებით, რეორგანიზაციის მხრივ საუბარია იმაზე, რომ ფუნქციები, რომელიც სამინისტროებს გააჩნიათ, სწრაფად უნდა განხორციელდეს, ვინაიდან მოქალაქეებმა სრულყოფილი სერვისი მიიღონ. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, რეორგანიზაციის გამო ადამიანური რესურსის შემცირება დაგეგმილი არ არის.

„ყველა სამინისტრის თავის ფუნქცია გააჩნია. პირობითად ვამბობ, არის 14 სამინისტრო და არის 30 მსხვილი ფუნქცია, რომელსაც ეს სამინისტროები ასრულებენ. 11 სამინისტროს შემთხვევაში ეს 30 ფუნქცია კვლავ რჩება. ეს ფუნქციები არსად არ მიდის და ყველას თავისი მომსახურება სჭირდება. ასე რომ, სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება არ იგეგმება, ვინაიდან არ იგეგმება ფუნქციების შემცირება. ეს ფუნქციები უნდა განხორციელდეს. საუბარია იმაზე, რომ ფუნქციები განხორციელდეს უფრო სწრაფად და მთავრობა გახდეს უფრო მობილური, ვიდრე იყო", - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება 120 მილიონის დაზოგვას, რომელზეც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა, ზვიდ ძიძიგურის განმარტებით, თანხების დაზოგვა არა რეორგანიზაციის შედეგად, არამედ ეკონომიკური ზრდის მეშვეობით მოხდება.

„120 მილიონის გამოთავისუფლება მოხდება ეკონომიკური ზრდიდან. გეტყვით, რომ ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სოლიდურად იზრდება თანხებში გამოხატული თვალსაზრისით. ეკონომიკური ზრდიდან შემოსული შემოსავლები, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, მიმართული იქნება სოციალური მიმართულებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ სოციალურად მეტად უზრუნველყოფილნი“, - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება იმას, რომელი სამინისტროების შერწყმა მოხდება, ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ამაზე ვერაფერს იტყვის, ვინაიდან მიმდინარე კონსულტაციები ჯერ დასრულებული არ არის.

"ეს კონსულტაციები სავარაუდოდ, დასრულდება ორ-სამ დღეში. შემდეგ უკვე პარლამენტს თავის რეგულაციები აქვს. თუკი პარლამენტში ხუშთშაბათს, დღის მეორე ნახევარში შემოვა რეორგანიზაციის შესახებ ახალი კანონის პროექტი, ეს არ იქნება ერთი კანონი და ეს შეეხება ბევრ კანონს, პრაქტიკულად კანონთა პაკეტი იქნება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის ბიუროს ექნება შესაძლებლობა, რომ ორშაბათს უკვე კომიტეტებზე გადაანაწილოს და დაიწყოს განხილვა. ვფიქრობ, ამ საკითხის ხუთშაბათისთვის პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში შემოსვლა მოხდება", - განაცხადა ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა