ზურაბ ჯამალაშვილი - სასამართლოს ჩემს წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში გამართლებული ზურაბ ჯამალაშვილი მოსამართლეს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობას უხდის. როგორც ჯამალაშვილმა აღნიშნა, სასამართლოში მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ იყო წარდგენილი.

"ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. სასამართლოს განაჩენს სრულად ვეთანხმები. სიმართლემ იზეიმა. სასამართლოს არ ჰქონდა ჩემს წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება და აქედან გამომდინარე დაადგინა გამამართლებელი განაჩენი", - განაცხადა ჯამალაშვილმა.

სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვის საქმეზე ბრალდებული ორი პირი, ადვოკატი ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია გაამტყუნა, ხოლო ზურაბ ჯამალაშვილი გაამართლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს