დაღუპული სამხედროების შვილებს პარკმა „ციცინათელა“ უმასპინძლა

პარკმა „ციცინათელა“ 2008 წლის აგვისტოს ომში, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, 2004 წლის საბრძოლო ოპერაციებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების შვილებს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პარკში სტუმრობისას ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ატრაქციონებითაც ისარგებლეს. მოგვიანებით, გმირი სამხედროების შვილებმა ახალგაზრდა მხატვრების ნახატებისა და ხელნაკეთების გამოფენა „საქართველო მინიატურებში“ დაათვალიერეს. ღონისძიების ბოლოს სამხედროების შვილებისთვის ფოლკლორისა და პოეზიის საღამოც გაიმართა.

ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, პარკი „ციცინათელა“ გმირი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს აწყობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო