პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფხალაძეს სასამართლომ განაჩენის გამოტანისას ბრალი გადაუკვალიფიცირა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფხალაძეს სასამართლომ განაჩენის გამოტანისას ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ, მოსამართლემ ფხალაძეს ბრალიდან ანგარების მოტივი მოუხსნა.

პროკურატურა განაჩენის იმ ნაწილის გასაჩივრებას გეგმავს, რომლითაც ფხალაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირდა, ხოლო ზურაბ ჯამალაშვილი წარდგენილ ბრალში სრულად გამართლდა.

როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდება ასევე დაელოდება განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, რომლითაც სასამართლომ როგორც გამამართლებელი გადაწყვეტილება, ასევე ირაკლი ფხალაძისთვის კვალიფიკაციის შეცვლა უნდა დაასაბუთოს.

"2016 წლის მარტში ხუთი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. აქედან ოთხი პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ზურაბ ჯამალაშვილის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. ასევე, ირაკლი ფხალაძის ბრალის ნაწილში შეიცვალა კვალიფიკაცია და მოსამართლემ მას მოუხსნა ანგარების მოტივი. ამის მიუხედავად ის სრულად იქნა ცნობილი დამნაშავედ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვასა და გავრცელებაში. ბრალდების მხარე გაეცნობა სასამართლოს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის შეცვლისა და გამამართლებელი გადაწყვეტილების ნაწილში და ორივე ნაწილში გავასაჩივრებთ განაჩენს", - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა