ე.წ „ფარული კადრების“ საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ე.წ „ფარული კადრების“ საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ „ფარული კადრების“ მოპოვება, შენახვისა და გავრცელების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ ორ პირს ი.ფ.-სა და გ.ღ.-ს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთი პირის ზ.ჯ.-ს მიმართ სასამართლომ სრულად გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს.

„წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ზ. ჯ.-მ ასევე ჩაიდინა უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელება. გ. ღ.-ს ბრალად ედებოდა, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შენახვა და მისი მასობრივი მაუწყებლობის საშუალებით უკანონოდ გავრცელების მცდელობა, ჩადენილი ანგარებით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია. ხოლო, ბრალდებულმა ი.ფ.-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასთან ერთად, ანგარებით ჩაიდინა, მისი შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მასვე, ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის საქმეზე სასამართლომ, დაზარალებულთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომებზე იმსჯელა. ბრალდებულმა გ.ღ.-მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ხოლო ბრალდებულებმა ზ.ჯ.-მ და ი.ფ.-მ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ ზ.ჯ.-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, ზ.ჯ-ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. ბრალდებულ ი. ფ.-ს მიმართ გადაკვალიფიცირდა ბრალად შერაცხული ქმედება და ნაცვლად ანგარებით ჩადენილი დანაშაულისა, მსჯავრი დაედო პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და შენახვისათვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით.

რაც შეეხება ბრალდებულ გ.ღ-ს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით. ორივე ბრალდებული, საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა