ბათუმის „დემოკრატიის სკოლაში“ დისკუსია გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, ასმათ დიასამიძე და პეტრე ზამბახიძე, ბათუმის „დემოკრატიის სკოლაში“ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

„საქართველო დღეს - საპროტესტო გამოსვლები და მათი მნიშვნელობა“ - ამ სახელწოდების დისკუსიაში, პოლიტიკოსებთან ერთად, ბათუმის „დემოკრატიის სკოლის“ (NIMD) კურსდამთავრებულები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული დისკუსიის მონაწილეებმა ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე - ნარკოპოლიტიკასთან, შრომით უფლებებსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე ისაუბრეს, იმსჯელეს აღნიშნულ პროცესებში ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა