აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის, მათ შორის ეკლესიის შეხედულებებს გავითვალისწინებთ

ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების ყველა დიდი ჯგუფის, მათ შორის ეკლესიის შეხედულებებს და დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ - ეს ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას და მთლიანად საზოგადოებას ეხება, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის საკითხზე წმინდა სინოდის პოზიციას გამოეხმაურა.

როგორც ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ნარკოდამოკიდებული პირებისთვის პროფესიული, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურება და სერვისები არ გააჩნდა, ეკლესიას ძალიან დიდი როლი ჰქონდა.

“მათი რეაბილიტაცია ხშირ შემთხვევაში სწორედ ეკლესიის წიაღში ხორციელდებოდა. დღეს სახელმწიფოს შეუძლია და პარლამენტში კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, სადაც მსჯელობა სწორედ დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მე საპატრიარქოს პოზიციას აქაც მივესალმები, რომ ქვეყანაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისები უნდა განვითარდეს. უნდა იყოს საგანმანათლებლო, მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის პროგრამები, რომელიც ჩვენი ნარკოპოლიტიკის რეფორმის კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ის, რომ ბრძოლა გამსაღებლებთან უნდა გამკაცრდეს, ესეც ჩვენი ნარკორეფორმის შემადგენელი ნაწილია. ნარკომომხმარებელი მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა იჯდეს, რაც ასევე საპატრიარქოს პოზიციაა. ამიტომ ამ კუთხით თანხვედრა აბსოლუტურია“, - განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ.

გარდა ამისა, ზოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ მოცემულობაში ის მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგია, რადგან როდესაც პრევენცია არ არსებობს, ლეგალიზაცია დაუშვებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა