ზაზა სარალიძე - ვხედავ თეა წულუკიანის გადადგომის აუცილებლობას

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობაზე არ უნდა დარჩნენ. ამის შესახებ სარალიძემ პარლამენტში განაცხადა.

"გიორგი გახარია თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელია, თუნდაც იმიტომ, რომ გამოძიება მისმა უწყებამ დაიწყო და კვირიკაშვილთან თავი იმართლა, საქმე პროკურატურამ მალე წაიღოო. მერე წულუკიანმა თქვა, რომ გახარიას უწყება იძიებდა საქმეს დღემდე. ვფიქრობ, არც ერთია დასატოვებელი მინისტრად და არც მეორე. მე ვხედავ წულუკიანის გადადგომის აუცილებლობას, რადგან წულუკიანის დანიშნული იყო შოთაძე და ტაშს უკრავს ახლაც. შოთაძეს რომ წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, იმდენი ვის მიუძღვის, ანუ წულუკიანსაც მიუძღვის. გახარიამ არც კი მომისმინა. თუ მოქალაქეებს არ უსმენს, აბა ვის უსმენს?!", - განაცხადა სარალიძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაში ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატებს მოუსმინეს. ამ დროისთვის კი კომისიის წევრები დადუნაშვილების ოჯახს უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო