ზაზა სარალიძის ადვოკატი - სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან მოწმეების დაკითხვისას უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია

სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან მოწმეების დაკითხვისას უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია, - ასე უპასუხა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ირმა ნადირაშვილის შეკითხვას -სასამართლო პროცესის დროს იყო თუ არა უხეში ჩარევა პროკურორების მხრიდან მოწმეების, ან ბრალდებულების დაკითხვისას და თუ იყო ჩვენების შეწყვეტის მცდელობა.

„მოწმეების დაკითხვისას ისეთი უხეში ჩარევა, რომ ვთქვათ გაეწყვეტინებინოთ სხვა მიმართულებით წაეყვანათ, მე ასეთ ფაქტებს ვერ დავასახელებ. კიდევ ვიმეორებ არ მინდა, რომ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ერთი გარემოება, როდესაც პროცესის მიმდინარეობის დროს, რამდენიმე მოწმემ, როდესაც ჩვენებას აძლევდნენ, ითხოვა გაეყვანათ ბრალდებულები დარბაზიდან, არ დაუკმაყოფილეს ეს შუამდგომლობა და მივიღეთ ისეთი სურათი, რომ ამ ბავშვებმა მისცეს არაფრის მომცველი ჩვენება. თუმცა, ძალიან საგულისხმო იყო ის დეტალი, რომ როდესაც საუბრობდნენ იმაზე, ეკავათ თუ არა მათ ხელში რაიმე იარაღი, ამ ბავშვებმა გადახედეს ბრალდებულებს. მე ვადევნებდი თვალყურს ამას და ნათლად დავინახე როგორ გადახედეს. თუ არ ვცდები ეს იყო გ. ჯ, ოღონდ ბოლო და შემდეგ განაცხადეს, რომ მათ ხელში არაფერი დაუნახავთ. ბრალდებულებზე ვსაუბრობ“, - განცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო