ფრანგული მედია - პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ფრანსუა ფიიონს და მის მეუღლეს გამოძიება ბიუჯეტის თანხების მითვისებაში ადანაშაულებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ფრანსუა ფიიონს და მის მეუღლეს გამოძიება ბიუჯეტის თანხების მითვისებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ტელეარხი BFM სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

საფრანგეთის პოლიციის ანტიკორუფციულმა განყოფილებამ უკვე დაასრულა ძიება და მასალები სასამართლოს გამომძიებლებს გადაუგზავნა, რომლებმაც ახლა უნდა გადაწყვიტონ, გადაეცეს თუ არა საქმე სასამართლოს.

სკანდალი 2017 წლის იანვარში დამოუკიდებელ გამოცემა Le Canard enchaine-ში რამდენიმე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აგორდა. გამოცემა ამტკიცებდა, რომ პენელოპა ფიიონი პარლამენტში მეუღლის თანაშემწედ ირიცხებოდა და ამისთვის ანაზღაურებას იღებდა, თუმცა „არანაირ რეალურ სამუშაოს არ ასრულებდა“. საერთო ჯამში ხელფასის სახით პენელოპა ფიიონმა დაახლოებით 500 ათასი ევრო აიღო. ფრანსუა ფიიონი ყველა ბრალდებას უარყოფდა, თუმცა ამ საქმემ წინასაარჩევნო კამპანიაზე დიდი გავლენა იქონია და 2017 წლის არჩევნებში მისი გამარჯვების შანსებს ხაზი გადაუსვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა