თბილისის მერიის ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობა სრულდება

შარტავას ქუჩის N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და 150 დეკორატიული მცენარე დაირგო. ასევე, 1000-მდე მცენარით მოეწყო ცოცხალი ღობე.

სკვერში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და მოსახლეობას ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებში ჩართულობისა და თანადგომისკენ მოუწოდა.

„ჩვენი მიზანია, საბურთალოს რაიონში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. სასიხარულოა, რომ გამგეობის ინიციატივით, ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, საბურთალოზე უკვე მესამე ეზო გამწვანდა და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეებით გალამაზდა. ქალაქის კეთილმოწყობისთვის თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საბურთალოს გამგეობის მიერ, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი უკვე განახლდა, მოეწყო ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, განახლდება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა