რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსმა“, საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო

რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსმა“, საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ,,ინიციატივების პროგრამის“ განხორციელება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, „ინიციატივების პროგრამის“ მიხედვით, მოსახლეობისგან შესული განცხადებების საფუძველზე, მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალას შეიძენს და მოსახლეობას გადასცემს. მოსახლეობა კი თავის მხრივ მიღებული მასალით, სამუშაოებს საკუთარი სახსრებით შეასრულებს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, თანადაფინანსების ეს პრინციპი, რუსთავის მერიაში, წელს პირველად დაინერგა. პირველ ეტაპზე შეძენილი სამშენებლო მასალით, 17 მრავალსართულიანი კორპუსის ამხანაგობა მომარაგდა. ,,კორპუსის ამხანაგობებისთვის“ სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესს, დღეს პირადად დაესწრო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის“ დირექტორი ზვიად ლაბაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს