კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ - მთავარი პროკურორის შესარჩევი პროცესის კვლავ თეა წულუკიანის მიერ წარმართვა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ იქნება

მთავარი პროკურორის შესარჩევი პროცესის კვლავ თეა წულუკიანის მიერ წარმართვა არ იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან, - ამის შესახებ ნათქვამია კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებაში, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებენ მთავარი პროკურორის არჩევა ახალი, რეფორმირებული წეისთ მოხდეს.

„ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პროკურატურის და საგამოძიებო სისტემის მოქმედი მოდელი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ძირეულ რეფორმას საჭიროებს. არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის რეკომენდაციის მიუხედავად, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო საქართველოს პროკურატურის სრული დეპოლიტიზება და დამოუკიდებლობის გაზრდა, რაც შესაბამისად აისახება საზოგადოების ნდობაში ამ ინსტიტუციის მიმართ.

კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი და საპროკურორო საბჭოს მოწყობა მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური დაინტერესებისგან როგორც ინსტიტუციის, ასევე უშუალოდ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დაცვას. ჯერ კიდევ მოქმედი სისტემით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ დაქვემდებარებაში და იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ რჩება. შესაბამისად, მაღალია იუსტიციის მინისტრის როლი როგორც მთავარი პროკურორის შერჩევის, ისე საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელობის საქმეში.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, გადაწყვეტილებით, პარლამენტს ამ ეტაპზე ძირითადად მოქმედი მინისტრთა კაბინეტი წარედგინა დასამტკიცებლად, ხოლო მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები მოგვიანებით იგეგმება. მათ შორის, თანამდებობა შეინარჩუნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. კოალიცია მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის შესარჩევი პროცესის კვლავ თეა წულუკიანის მიერ წარმართვა არ იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. 2012 წლიდან დღემდე, თეა წულუკიანის მიერ დასახელებული არც ერთი მთავარი პროკურორობის კანდიდატი - არჩილ კბილაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი, ირაკლი შოთაძე - არ გამოირჩეოდა პოლიტიკური ნეიტრალობით, რაც მთავარი პროკურორის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ყოველივე ზემოთქმული გვიმყარებს რწმენას, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატურების შესარჩევი პროცესის ხელმძღვანელობა, ვერც ამჟამად უპასუხებს მთავარი პროკურორის პოსტზე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი მმართველის წარდგენას. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 2015 წელს, ვენეციის კომისია აღნიშნავდა, მთავარი პროკურორის შერჩევის მოქმედ მოდელში პოლიტიკური ელემენტის დომინირებაზე და ხელისუფლებას იუსტიციის მინისტრის როლის და პოლიტიკური მონაწილეობის ხარისხის შემცირებაზე მიუთითებდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას შეაჩეროს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი.

„არსებული სისტემის კრიტიკასთან ერთად გასათვალისიწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, პროკურატურა ყალიბდება სამთავრობო კაბინეტისგან, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებელ ორგანოდ. პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა რეფორმირებული საპროკურორო საბჭოს მოვალეობა იქნება. ნათელია, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების მომენტიდან, პროკურატურის საქმიანობის და გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში, პოლიტიკური მონაწილეობა არსებითად შემცირდება.

გასათვალისწინებელია, რომ თუ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედ წესში ახლა არ შევიდა სათანადო ცვლილებები, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დროს, თანამდებობაზე 6 წლის ვადით უკვე იქნება გამწესებული მთავარი პროკურორი, რომლის არჩევაც განხორციელდება არსებითად ხარვეზიანი წესით.

შესაბამისად, კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოქმედი მანკიერი წესით, აზრს მოკლებულია და დამაზიანებელი იქნება არსებითად ახალი პროკურატურის სისტემაზე გადასვლის პროცესისთვის. ამდენად, საჭიროა ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოხდეს რეფორმირებული, ახალ კონსტიტუციურ სტანდარტთან შესაბამისობაში მყოფი წესებით.

პროკურატურის მიმდინარე რეფორმა და ახალი გენერალური პროკურორის არჩევა იქნება განმსაზღვრელი, უახლოეს მომავალში პროკურატურა ჩამოყალიბდება აპოლიტიკურ, კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ ინსტიტუციად, თუ, პირიქით, რეფორმებს არ ექნება რეალური შედეგი და პროკურატურა კვლავ დარჩება პოლიტიკური ნების ამსრულებელ უწყებად, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია.

შესაბამისად, კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: შეაჩეროს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი; განხორციელდეს ძირეული ცვლილებები მთავარი პროკურორის შერჩევის წესში, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის შესაბამისობას პროკურატურის, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს კონცეფციასთან; აუცილებელია პროცესს ჩამოშორდეს იუსტიციის მინისტრი. იგი არ უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, მას აღარ უნდა ჰქონდეს მთავარი პროკურორის კანდიდატების დასახელების უფლებამოსილება. ამერიკის სავაჭრო პალატა არ არის განცხადების ხელმომწერი“, - ნათქვამია განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში