ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი - სკოლის დირექტორი ინარჩუნებს თანამდებობას, რაც მიუღებელია

მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა, სკოლის დირექტორი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ კონფლიქტი თავდაპირველად საპირფარეშოში ბულინგის ფაქტის გამო დაიწყო, სასამართლომ დაადასტურა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამის გამო დირექტორს საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო.

„გამოძიების ეტაპზეც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ეს კონფლიქტი წამოვიდა საპირფარეშოში მომხდარი ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლომ დადასტურებულად ცნო ის ფაქტი, რომ ორი მეცხრე კლასელის - ა.ს.-ს და თ.ჩ-ს მიმართ განხორციელდა გარკვეული ტიპის ძალადობა დ.ნ.-სა და დ.ღ-ს მხრიდან. ამ კუთხით არავის რეაგირება არ მოუხდენია. ეს ბავშვები დღემდე ამ სკოლაში სწავლობენ და დისციპლინური სახდელიც კი არ შეუფარდებიათ მათთვის.

მე დირექტორისგან მორალური პასუხისმგებლობა ვერ ვიგრძენი. მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა, სკოლის დირექტორი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია. თავისი მორალური პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო მას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა