ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას, ასევე ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" წევრებისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას ითხოვენ.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან მეხუთე დღეა დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე შიმშილობენ.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, გასულ კვირას საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეს "ქართული ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა