სოციალური მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშემწყობი ფორუმების ორგანიზებას აგრძელებს

სოციალური მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით მოქალაქეების დასაქმების ხელშემწყობი ფორუმების ორგანიზებას აგრძელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებული დასაქმების ფორუმი დღეს „თბილისი არტ ჰოლში” გაიმართა.

დასაქმების ფორუმზე 15-მდე კომპანიამ სამუშაოს მაძიებლებისთვის 1500-მდე აქტიური ვაკანსია წარმოადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, სახელოსნო სპეციალობების, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

„აღნიშნული ღონისძიების ფორმატი რეალური დამსაქმებლების და სამსახურის მაძიებლის ორგანიზებულ შეხვედრასა და დაკავშირებას ითვალისწინებს. დამსაქმებელი ღონისძიებაზე ინფორმაციას იღებს შრომის ბაზარზე არსებული კადრების შესახებ, ხოლო სამუშაოს მაძიებელი ეცნობა, თუ რა ტიპის კვალიფიკაციის კადრებზეა მოთხოვნა. მსგავს ფორუმებზე სამუშაოს მაძიებელს საკუთარი უნარების მოსინჯვის საშუალება ეძლევა. ასევე მას აქვს არჩევანი, საჭიროების მიხედვით, ჩაერთოს მომზადება-გადამზადების ან სტაჟირების პროგრამებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნაძალადევის ფორუმის გახსნაში მონაწილეობდნენ: სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე - ლევან გოგოძე, საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარი - დავით ჭელიძე და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი - მარიამ ბეზარაშვილი.

სამუშაოს მაძიებლებს სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. საუბარი შეეხო როგორც მომზადება-გადამზადების, ასევე სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა