„ნაცმოძრაობის“ წევრი ბესიკ ქათამაძე - „ქართულმა ოცნებამ“ გაწირა მათი თანაგუნდელი, მხოლოდ ერთ ადამიანს შეახოცეს ხელი

„ქართულმა ოცნებამ“ გაწირა მათი თანაგუნდელი, ინციდენტში მონაწილე მხოლოდ ერთ ადამიანს შეახოცეს ხელი და მე ის ადამიანი გულწრფელად მეცოდება, - ამის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესიკ ქათამაძემ ოზურგეთში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივ დონეზე, მიჯაჭვულნი არიან თანამდებობებს და მზად არიან სკამების შესანარჩუნებლად ადამიანის უფლებები შელახონ.

„მადლობა ერთიანობისთვის. არ გვეშინია და არასდროს შეგვეშინდება რადგან ჩვენ მართლები ვართ. ჩვენი ერთიანობით ყოველთვის გავიმარჯვებთ. დღეს „ქართული ოცნება“, რომელიც თითქოს ადამიანის უფლებების დაცვისთვის მოვიდა, არღვევს ადამიანის უფლებებს და არაფრად უღირს ადამიანი. ისინი თავიანთ თანამდებობებს და სკამებს არიან ჩაბღაუჭებული. ერთ-ერთი, რომელმაც თავში ჩამარტყა ბლაგვი საგანი, გაწირა „ოცნებამ“ და ყველა მისმა თანაგუნდელმა მხოლოდ მას შეაწმინდა ხელი“, - აღნიშნა ბესიკ ქათამაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეები მოითხოვენ თანამდებობები დატოვონ ბესიკ ქათამაძის ცემაში მონაწილე პირებმა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მმართველ პარტიას შერჩევით სამართალში, ხოლო შს სამინისტროს საკითხისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა