კატალონიის მთავრობა ესპანეთის სამეფო სახლის წარმომადგენლებთან ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

კატალონიის მთავრობის წევრები მონაწილეობას არ მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომლებსაც ესპანეთის სამეფო სახლი დაგეგმავს, ასევე, არ მიიწვევენ მეფეს მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, - ამის შესახებ ავტონომიის მთავრობის ხელმძღვანელმა კიმ ტორამ განაცხადა.

„არც მე და არც მთავრობის რომელიმე წევრი მონარქიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მივიღებთ და არ დავპატიჟებთ მონარქებს რომელიმე ღონისძიებაზე“, - განაცხადა ტორამ ოფიციალურ ტელემიმართვაში.

კატალონიის ლიდერის თქმით, დღეს ის დაესწრება ქალაქ ტარაგონაში ხმელთაშუა ზღვის თამაშების გახსნის ცერემონიას, მიუხედავად იმისა, რომ იქ ესპანეთის მეფეც იქნება.

„მე ვიქნები გახსნის ცერემონიაზე. თამაშები ტარაგონაში ტარდება, ეს კატალონიაა. პირველ რიგში ეს თამაშები მოაწყო და დააფინანსა ჩვენმა ქვეყანამ - კატალონიამ. ჩვენ იქ ვიქნებით, ვინაიდან საკუთარ სახლიდან ჩვენ მთავრობა ვერ გაგვაძევებს. მონარქის იქ ყოფნა ჩვენს გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა კიმ ტორამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს