„საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ აშშ-ში მობილური აპლიკაცია „აგრონავტის“ პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ აღამსრულებელი დირექტორი თამარ თორია საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ვაშინგტონში, ორგანიზაცია FHI 360-ში ჩატარებულ ICTforAg (საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობისთვის) 2018 კონფერენციაზე დასწრება. კონფერენციაში მონაწილეობდა სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიის სფეროში აქტიური 300-მდე ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები პირი საერთაშორისო განვითარების საზოგადოებიდან და კერძო სექტორიდან.

„დისკუსიები წარიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუძლია ინოვაციებს გააძლიეროს მცირე ფერმერები და მათი მხარდამჭერი თემები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომლებიც ხელს უწყობენ, როგორც მცირე ფერმერების, ასევე სასოფლო-სამეურნეო საბაზრო სისტემების პროდუქტიულობის ზრდას. ამ კონტექსტში, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ მონაწილეობა მიიღო ორ ჯგუფურ სესიაზე. პირველ სესიაზე, თამარ თორიამ წარადგინა USAID პროექტის „ზრდა საქართველოში“ მიერ დაფინანსებული მობილური აპლიკაცია „აგრონავტის“ დემო ვერსია, რასაც წინ უძღოდა ამავე პროექტის ხელმძღვანელის ბრაინ კინგის პრეზენტაცია პროექტი „ზრდა საქართველოში“ საქმიანობის შესახებ. მეორე სესია დაეთმო სხვადასხვა ICT პლატფორმებისა და აპლიკაციების მართვასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას, საქართველოს, პაკისტანისა და მექსიკის მაგალითზე”, - აღნიშნა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ თორიამ.

საქმიანი ვიზიტის მეორე ნაწილი დაეთმო სასწავლო ტურს, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ დელეგაციამ მოინახულა მერილენდის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი და ლორელში, მერილენდში კომპანია Coastal Sunbelt Produce. გაზიარდა საინტერესო გამოცდილებები და მიღებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო