„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჩინური მინი-სერიალის გადაღება დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჩინური მინი-სერიალის გადაღება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს, „ნიღაბი” („The Mask”) - ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ჩინურ კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია „არსენ პროდაქშენი“ მუშაობს.

სააგენტოს ინფორმაციით, სერიალი დეტექტიური ჟანრის არის, სადაც მთავარ როლში ყოფილი პოლიციის ოფიცერი ჯი ფანია, რომელმაც პატარა ქალაქში მომხდარი რამდენიმე მკვლელობა უნდა გამოიძიოს.

სერიალის გადაღებები, რომელიც მიმდინარე წლის, 23 ივნისს დაიწყება, ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გადაღებების პროცესში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. სერიალის შინაარსის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის ლოკაციები თბილისსა და ბათუმში შეირჩა.

ხვალ გადაღებები, პარალელურად რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყება, კერძოდ: სამედიცინო დაწესებულებაში „ლანცეტი“, მეტრო სადგური - ტექნიკური უნივერსიტეტი, სასტუმროში „ტერასა“, ავლაბარში, ჯავახიშვილის N13-ის მიმდებარე ქუჩა, მეტრო ელექტროდეპოს ხიდის ქვეშ.

„შეგახსენებთ, რომ ჩინური მხარე საქართველოში ფილმის გადაღებით პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაინტერესდა. აღნიშნული ფესტივალი მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია მიეღო ე.წ cashrebate მექანიზმის შესახებ.

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. 2016 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ხელშეწყობით, საერთაშორისო პრომო-კამპანიები და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციები იმართება. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე 15 განაცხადი შემოვიდა. აქედან გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 6 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული 15 ფილმის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 26 მლნ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 2 000-ზე მეტ ადამიანს აღემატება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა