საქართველოში ავია ტური - RALLYE AERO FRANCE 2018 დაიგეგმა

ტურისტული კომანია Vanilla Sky-ს, ავია კომპანია Service Air -ის და ფრანგი მოყვარული პილოტის Jean Michel COLLINEAU-ს ორგანიზებით, საქართველოში ავია ტური - RALLYE AERO FRANCE 2018 დაიგეგმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ნატახტრის აეროდრომის მფლობელმა ამირან მანჯავიძემ დანერგა საქართველოში ტრადიცია, უმასპინძლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი თვითმფრინავებით ჩამოფრენილ სტუმრებს.

„23 ივნისს საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოფრინდება RALLYE AERO FRANCE-ის 18 თვითმფრინავი. მოყვარული პილოტები საკუთარი თვითმფრინავებით, თანმხლებ მგზავრებთან ერთად დაეშვებიან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

24 ივნისს, თვითმფრინავები გადაფრინდებიან ნატახტრის აეროდრომზე, საიდანაც ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით გააგრძელებენ მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიებას მხარდაჭერა გამოუცხადა: აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინსტრაციამ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და საქართველოს ნავიგაციის დეპარტამენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს