ნინო ბურჯანაძე მთავრობაში ოპტიმიზაციაზე - ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს არის აბუჩად აგდება, მაგრამ ვიდრე ვითმენთ, გვეკუთვნის

ეს არის ტყუილი, თვალებში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ ვიდრე ვითმენთ, გვეკუთნის, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული სამთავრობო ცვლილებებისა და ოპტიმიზაციის შეფასებისას განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის მოხსნა სურს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სკანდალის გამოწვევა არ უნდა, სამინისტროს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს იქნება მასკარადი ოპტიმიზაციაზე.

„ეს არ იქნება მსჯელობა, ეს იქნება აბსურდი და მასკარადი ვითომ ოპტიმიზაციაზე და სამთავრობო სტრუქტურების ცვლილებებზე. როგორ შეიძლება სერიოზულად ვისაუბროთ ამ საკითხზე. ქვეყანაში, სადაც არის 300 ათასი დევნილი, აუქმებენ დევნილთა სამინისტროს. ეს ხომ პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ხელისუფლებაში დევნილების პრობლემები, რეალურად არავის აინტერესებს. ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამინისტროს აუქმებენ, მხოლოდ იმიტო რომ ბიძინა ივანიშვილს სურს სოზარ სუბარის მოხსნა, მაგრამ არ უნდა, რომ ამან სკანდალის სახე მიიღოს. ივანიშვილი მარტივად წყვეტს პრობლემას -აუქმებს სამინისტროს. ასეთია მილიარდელის დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სამინისტროში მუშაობს ან იმ ხალხისადმი, ვისაც დევნილების სახით სამინისტრო ემსახურება. გამოდის, რომ ჩვენი პრიორიტეტი დევნილები აღარ არის? ჩვენი პრიორიტეტი განათლება და მეცნიერება აღარ არის? ჩვენი პრიორიტეტი ეკოლოგია აღარ არის?

ახალი პრემიერ-მინისტრი გვიმტკიცებს, რომ ოპტიმიზაცია საბიუჯეტო სახსრების დასაზოგად არის საჭირო და პარალელურად იმასაც გვეუბნებიან, რომ თანამშრომლების შემცირება არ იქნება. ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას - როგორ უნდა დაიზოგოს ბიუჯეტის თანხები თუ ადამიანების რაოდენობა არ შემცირდება?! იმ ადამიანებს უხელფასოდ ხომ ვერ ამუშავებენ, ამავე დროს ვერც ხელფასებს შეუმცირებენ და ვერც გაუშვებენ, მაშინ მიპასუხოს პრემიერმა, როგორ გაკეთდება საბიუჯეტო სახრების ეკონომია? ეს არის ტყუილი, თვალებში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ გვეკუთნის, ვიდრე ვითმენთ გვეკუთნის!“- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო