ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბესო ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც ბესო ქათამაძე აცხადებს, 5 დღის განმავლობაში ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ადამიანის უფლებები არ ადარდებს.

მისივე თქმით, შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხვადასხვა ფორმით პროტესტს გააგრძელებენ. ბესო ქათამაძემ არ დაასახელა, თუ რა ფორმით მოხდება პროტესტის გაგრძელება.

„შიმშილობა ოფიციალურად შევწყვიტეთ. საზოგადოებამაც ნახა „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე. მმართველ გუნდს არ აინტერესებს ადამიანის უფლებები. თავს დამესხნენ, ფიზიკურად გამისწორდნენ, მაგრამ ამაზე ფაქტობრივად რეაგირება არ მომხდარა. შიმშილობა შევწყვიტეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი შეწყვეტილია. საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პროტესტს გაარძელებენ. თუმცა რა ფორმით, ეს ჯერჯერობით უცნობია და მალევე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ბესო ქათამაძემ.

ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციაზე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები და სიტყვით მიმართავენ შეკრებილებს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან 5 დღის განმავლობაში დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე შიმშილობდნენ. როგორც ისინი ამბობენ, ბესო ქათამაძეზე „ქართული ოცნების“ მხრიდან თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს