ლევან დადუნაშვილის დედა - მე ვთვლი რომ დათო სარალიძის მკვლელობა ჯგუფური მკვლელობაა

დათო სარალიძესთან დაკავშირებით თქვეს, რომ კონკრეტულად სასიკვდილო ჭრილობა არის არტერიაში. მე ამას არ დავეთანხმებოდი, იმიტომ რომ 12 ჭრილობიდან არ შეიძლება ერთი კონკრეტული გამოყოს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„არტერია არის ძალიან სწრაფი და შეიძლება მან დაასწრო, ეს ერთი, მეორეც, ე.ი. რა გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა, ის არის მარტო მკვლელი? ესეც არ მესმის. არ ვიცი შეიძლება იურისტები ამას რაღაც სხვა თვალით უყურებთ, მე ვთვლი რომ დათო სარალიძის მკვლელობა ეს ჯგუფური მკვლელობაა“, - განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა