ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საკვალიფიკაციო გამოცდები, 2018 წლამდე, წელიწადში ერთხელ შემოდგომაზე ტარდებოდა, წელს პირველად კი კიდევ ერთი სესია დაემატა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ, ძირითადად კი დსთ-ს ქვეყანაში მიღებული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის, ახალი რეგულაციების ამოქმედებით არის განპირობებული.

სამინისტროს განმარტებით, ახალი წესის მიხედვით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და საექიმო სპეციალობის მაძიებლის სტატუსის მოპოვება გახდა. კურსდამთავრებულები კი მზადებას წელიწადის სხვადასხვა დროს ასრულებენ, სწორედ ამიტომ, საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

„ქვეყანაში ასევე გაზრდილია აკრედიტირებული სასწავლო დაწესებულებებისა და კვოტების რაოდენობაც, რაც შესაძლებლობას იძლევა, მაძიებელები სარეზიდენტო პროგრამებებზე პერმანენტულად, აკადემიური წლის განმავლობაში ჩაირიცხონ. კიდევ ერთი სიახლე სასერტიფიკაციო და საკვალიფიკაციო გამოცდებს უკავშირდება, რედაქტირებული და განახლებულია ტესტ-კითხვარების, 20 % არასაჯარო, „დაფარული“ ბაზიდან“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, გამოცდების მიმდინარეობის პროცესს პირადად აკვირდებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია.

გამოცდები ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო გამოცდებზე- 582, სასერთიფიკაციოზე კი - 680 მაძიებელია დარეგისტრირებული.

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 27 ივნისს დასრულდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა