გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სტაჟირებას სთავაზობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სტაჟირებას სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ყველა იმ სტუდენტს და კურსდამთავრებულს, რომელიც ფიქრობს, რომ საკუთარი საქმიანობა აგრარულ დარგს და გარემოს დაცვის მიმართულებებს დაუკავშიროს, სამინისტრო დაეხმარება დამატებითი ცოდნა მიიღოს და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შეიძინოს. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, CV და სამოტივაციო წერილი (100-150 სიტყვა) გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@mepa.gov.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადა მიდინარე 1 ივლისია. სტაჟირება 2018 წლის 15 ივლისს დაიწყება.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვისთვის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: იყვნენ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტი ან კურსდამთავრებული; გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო