საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტარტუს უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ცენტრს ესტუმრნენ

ქალაქ ტარტუში, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ფინეთის, ისლანდიის პრეზიდენტები ტარტუს უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხაზი გაესვა განათლებისა და კულტურის სფეროში მეგობარი ქვეყნების აქტიურ თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მზარდია იმ ქართველი სტუდენტების რიცხვი, რომლებიც ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტებში უმაღლეს განათლებას იღებენ.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სამეცნიერო ცენტრ „აჰას“ ეწვივნენ, სადაც 5 ქვეყნის პირველმა პირებმა სასკოლო ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეკითხვა მონაწილეებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ „ესტონკასთან“ დაკავშირებით დაუსვა.

დღესვე ესტონეთის პრეზიდენტმა ხუთი ქვეყნის პირველ პირსა და პირველ ლედის ესტონეთის ეროვნულ მუზეუმშიც უმასპინძლა.

სახელმწიფო დელეგაციების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს მუზეუმი, რომელიც მდიდარი ეთნოგრაფიული კოლექციითაა ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა