ქართული დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქართულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ჯარა“ დოვილის საერთაშორისო ფესტივალის, Deauville Green Awards-ის 2018 წლის ოქროს ჯილდო მოიპოვა. გამარჯვებულების დასახელების ცერემონია საფრანგეთში, ქალაქ დოვილში გაიმართა, რომელსაც ფილმის რეჟისორი, კომპანია „ეკოფილმზის“ დირექტორი ნიკა წიკლაური ესწრებოდა.

საერთაშორისო ჟიურიმ ფინალისტები 415 ფილმიდან გამოავლინა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო „ჯარა“-ს ჩვენება პროფესიონალებისა და პრესის თანდასწრებით.

InterPressNews.Ge2012 წლიდან, Deauville Green Awards ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალია. ბოლო 7 წლის განმავლობაშო ფესტივალის მისიაა ინფორმაციული და დოკუმენტური ფილმების მხარდაჭერა, რომლებიც გადაღებულია ეკოლოგიაზე, მდგრადობაზე, ეკოინოვაციებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რაც მიზნად ისახავს აუდიტორიისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას.

ყოველწლიურად ფესტივალში მონაწილეობს ხუთასამდე ფილმი მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან. ფინალისტებს ირჩევენ თოთხმეტ კატეგორიაში. ერთ-ერთი არის „მდგრადი სოფლის მეურნეობა“, სადაც ჯილდო ენიჭება ინტეგრირებულ ფერმერულ მენეჯმენტზე, მდგრად განვითარებად სოფლის მეურნეობაზე და მესაქონლეობაზე გადაღებულ ფილმებს. სწორედ ამ კატეგორიის გამარჯვებული გახდა „ჯარა“ თავისი განსაკუთრებული ზღაპრული ისტორიით - ტრადიციულ ჯარას მეფუტკრეობაზე, ველური ბუნებისა და ადამიანების თანაცხოვრებაზე აჭარის რეგიონში.

„ეკოფილმსის“ მიერ გადაღებული „ჯარა“-ს თბილისური პრემიერა 2017 წლის მარტში გაიმართა. „ჯარა“-ს მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა, სხვა მხარდამჭერებთან ერთად, როგორიცაა კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა