ზაზა გაბუნია - ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფციას მასობრივი გათავისუფლებები არ მოჰყვება

ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფციას მასობრივი გათავისუფლებები არ მოჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პრემიერ-მინისტრისა დაუმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ამ გადაწყვეტილებას მასობრივი გათავისუფლებები არ მოჰყვება. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენთვის. ოპტიმიზაციის მოდელი იმგვარად შედგება, რომ ეს პროცესი მტკივნეული არ იყოს იქ დასაქმებული ადამიანებისთვის. რაც შეეხება განცხადებას, რომ შეიძლება პერსონალურად შეეხოს ეს ყველაფერი, ამას გვაჩვენებს პროცესი და კონსულტაციები", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სამინისტროები 9-მდე შემცირდეს, გაბუნია აცხადებს, რომ ახლა კონკრეტულ ციფრებს ვერ დაასახელებს, ვინაიდან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო