მიმაჩნია, რომ სპორტის სამინისტრო საერთოდ არ უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
კვაჭანტირაძის თქმით, მისი პირადი პოზიციაა, რომ დატვირთვა მიმდინარეობდეს დარგობრივი მიმართულების მიხედვით ფედერაციებზე. რაც შეეხება მმართველი პარტიის ზოგად პოზიციას, კვაჭანტირაძე აღნიშნავს, რომ ეს უკვე კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
უმრავლესობის დეპუტატი მინისტრობის კანდიდატების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დღევანდელ სხდომაზე კონკრეტული სახელები და გვარები არ განიხილება.