ზუგდიდის ცენტრში კაფეში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

ზუგდიდის ცენტრში კაფე "ალერტი" დააყაჩაღეს. მოქალაქის ინფორმაციით, კაფეში მამაკაცი ცეცხსასროლი იარაღით შეიჭრა და თანხა გაიტაცა. მისივე ცნობით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ კაფე დააყაჩაღა, აღნიშნული ობიექტის კლიენტი იყო.

"ეს კაცი ერთი კვირაა აქ დადის. დღესაც გოგოებთან მისულა სალაროსთან და უთქვამს, ფული მჭირდება ხვალამდე და მასესხეთო. არ მიუციათ და როგორც მითხრეს, მოგვიანებით იარაღით შევარდნილა. ისეთ დროს არის შესული, ძალიან, რომ წვიმდა. ხმაური არ გაგვიგია", - აღნიშნა მან.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა