თეონა ჭალიძე - ბაღებში ბავშვის დარეგისტრირება დასწრებაზე არ უნდა იყოს

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ბაღების რაოდენობის გაზრდაზე უფრო ოპერატიულად და გამონახოს ამისთვის საჭირო სახსრები, - ამის შესახებ ,,ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა. ის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარვეზებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უამრავმა მშობელმა ბავშვის ბაღში დარეგისტრირება ვერ მოახერხა.

“ბავშვების ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია წელსაც ხარვეზებით მიმდინარეობდა. ბევრმა მშობელმა მოგვმართა ,,ახალი საქართველოს" სოციალურ სამსახურს და უკმაყოფილება საფუძვლიანია. ნაწილმა საერთოდ ვერ დაარეგისტრირა ბავშვები, ნაწილმა საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მდებარე ბაღში ძლივს მოახერხა დარეგისტრირება. საიტმა ვერ გაუძლო დატვირთვას, სერვერი გაითიშა, რამაც კიდევ უფრო გაართულა რეგისტრაციის პროცედურები. გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომ ქვეყნის მასშტაბით 14 000-მდე ბავშვი ვერ დადის ბაღში ადგილების არარსებობის გამო. მიგვაჩნია, რომ ბაღებში ბავშვის დარეგისტრირება დასწრებაზე არ უნდა იყოს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებით სარგებლობის უფლება. წლებია რეგისტრაციის ეს ფორმა მშობლებს ნერვების ფასად უჯდებათ. რიგ ბაღებში რეგისტრაციის დაწყებისთანავე ადგილების არქონა დამატებით ეჭვებს ბადებს, რომ ხელოვნურად ხდება ადგილების შევსება წინასწარ და ნაცნობობით დარეგისტრირება. ამის შესახებ ინფორმაცია კახა კალაძესთან მივიდა და გუშინ გამოეხმაურა კიდეც ამ საკითხს, თუმცა როგორც ვხედავთ მხოლოდ განცხადება საკმარისი არაა. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ბაღების რაოდენობის გაზრდაზე უფრო ოპერატიულად და გამონახოს ამისთვის საჭირო სახსრები. ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები პრიორიტეტი უნდა გახდეს ქვეყნისთვის. „ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის ინიციატივაა ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებით მოხდეს. ასეთ შემთხვევაში გამოირიცხება ყოველგვარი გაუგებრობები, ხარვეზები და გამჭვირვალე გახდება რეგისტრაციის პროცესი ყველა მოქალაქისთვის", - განაცხადა თეონა ჭალიძემ, რომლის კომენტარსაც „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა