ქუთაისში, ძლიერი ნალექისა და სეტყვის გამო, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურში შესულია 15 შეტყობინება. ხუთმა ინიციატორმა გამოძახება მოგვიანებით გააუქმა. მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დაასრულეს.
დაშავებული არავინ არის.