წერეთელზე „მეგატექნიკის“ მაღაზია გაქურდეს

სამართალდამცველებმა თბილისში, ტექნიკის მაღაზია „მეგატექნიკის“ გაქურდვის საქმეზე ბრალდებული პირი დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, ქურდობისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

2003 წელს დაბადებული ლ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ.თ. კი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს ლ.ს.-მ, თანამზრახველებთან - ლ.კ.-სა და გ.თ.-სთან ერთად, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „მეგატექნიკა“ გაქურდა, საიდანაც მათ სხვადასხვა ფირმის 20 მობილური ტელეფონი წაიღეს. პოლიციამ 7 მოპარული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს