„РЕС“ - ცხინვალში, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის „აღიარების“ ათი წლის იუბილეზე პატრიარქ კირილს ელოდებიან

რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის „აღიარების“ 10 წლის იუბილეზე მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობამ ცხრა სახელმწიფოს ლიდერი დაპატიჟა. ამის შესახებ „რეს“-ი იუწყება.

ცხინვალში დაპატიჟებულები არიან რუსეთის, ვენესუელას, სირიის, ნიკარაგუის პრეზიდენტები, ასევე აფხაზეთის, ყარაბაღისა და სხვა არაღიარებული რესპუბლიკების დეფაქტო ლიდერები.

სააგენტო აღნიშნავს, რომ დეფაქტო რესპუბლიკაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილსაც ელოდებიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა