ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი დღეს გაიმართება

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში 23 ივნისს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან აცნობეს, ფორუმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან და საერთაშორისო ოლიმპიური დღის, 23 ივნისის დაწესების 70 წლისთავთან დაკავშირებით იმართება. ფორუმზე მიწვეული არიან ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელები, მათი ოჯახის წევრები.

„შეიკრიბება ყველა დროის (1952-2018 წლები) ქართველი ოლიმპიელი. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელები, სულ - 200-მდე სპორტსმენი. საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს დაესწრებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები. ოლიმპიელთა ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები, მოსწავლეები და სტუდენტები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი, სპორტის გულშემატკივრები“, – აცხადებენ კომიტეტში.

მათივე თქმით, 1952-2018 წლებში, საბჭოთა ეპოქაში და დამოუკიდებლობის პერიოდში, ზაფხულისა და ზამთრის 27 ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჰყავდა 395 ოლიმპიელი. ჩვენს ოლიმპიელებს სპორტის 21 სახეობაში სულ მოპოვებული აქვთ 126 ოლიმპიური მედალი, მათ შორის – 39 ოქროს მედალი. საქართველო ამაყობს თავისი სახელოვანი სპორტსმენებით, თითოეული ჩვენი ოლიმპიელით. სწორედ მათთვის პატივის მისაგებად და ჩვენი სპორტის ოლიმპიური მიღწევების წარმოსაჩენად იმართება სრულიად საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი“, – აცხადებენ ოლიმპიურ კომიტეტში.

მათივე განმარტებით, ფორუმს მაღალ შინაარსობრივ და მხატვრულ დონეზე წარმოადგენს რუსთაველის თეატრის პროფესიონალთა სადადგმო ჯგუფი. გაიმართება გალა - წარმოდგენა, საკონცერტო პროგრამაში ჩართულნი არიან პოპულარული ქართველი შემსრულებლები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა