საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მასობრივ ოლიმპიურ გარბენს და სხვა სპორტულ აქტივობებს გამართავს

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს, კუს ტბის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მასობრივ ოლიმპიურ გარბენსდა სხვა სპორტულ აქტივობებს გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან აცნობეს, სპორტულ აქტივობებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. სხვებთან ერთად, გარბენში სტარტს აიღებენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვა ცნობილი სპორტსმენები. გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

მასობრივი ოლიმპიური გარბენის გარდა ასევე მოეწყობა შეჯიბრი სპორტის შემდეგ სახეობებში:. ველოსპორტი; დრაგონს კანოე; მძლეოსნობა; ფარიკაობა; ხელბურთი; ტყვიის სროლა; მშვილდოსნობა; სკეითბორდი; 3X3 კალათბურთი; ფრენბურთი; მხიარული სტარტები; ჭადრაკი; ჩერლიდინგი; კარატე და სხვ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა