7 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც პნევმატური იარაღიდან ზედაპირული დაზიანება მიიღო, სტაბილურია

7 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად მუცლის არეში ზედაპირული დაზიანება მიიღო, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, გოგონას მუცლის ზედაპირიდან პნევმატური იარაღის, ე.წ. კისტის თოფის ტყვია ამოუღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. 7 წლის გოგონა ეზოში საქანელაზე იჯდა, როდესაც მას დედამ სხეულზე სისხლი შეამჩნია. რა დროს ან ვინ გაისროლა გოგონას მიმართულებით, უცნობია.

როგორც ,,ინტერპრესნუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ბავშვმა საქანელაზე ქანაობისას მიიღო დაზიანება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვს ზედაპირული დაზიანება აქვს.

როგორია 7 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელმაც პნევმატური იარაღიდან დაზიანება მიიღო?

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს