უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ულრიხ ჰანგელოხი სტუმრობს

საქართველოს უზენაეს სასამართლოში დღეს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის აქტუალური საკითხების ირგვლივ დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გერმანელი ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, გერმანელი ექსპერტი საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში ესტუმრა. სამუშაო შეხვედრის მონაწილებს, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საერთო სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა პალატებისა და კოლეგიების მოსამართლეები, მიესალმნენ გერმანელი ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა.

შეხვედრის მონაწილეების წინაშე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე და გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლების შედარებითი ანალიზის შესახებ მოხსენებებით წარდგნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა და გერმანელი ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი. ვალდებულების შესრულების დრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის მაგალითზე (როდესაც ხელშკრულებით არ არის განსაზღვრული ვადა)/ ფულადი ვალდებულების შესრულება თავდების მემკვიდრეების მიერ (უფლებამონაცვლეობა სსსკ 92-ე მუხლი, თავდებობა - სამოქალაქო კოდექსის 891-906-ე მუხლები), წარმოადგინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ზურაბ ძლიერიშვილმა და გერმანელმა ექსპერტმა ულრიხ ჰანგელოხმა. გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. უძრავი ნივთის სარგებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება - სსკ 164-ე თუ სსკ 987-ე მუხლები, ამ საკითხზე თავისი მოსაზრებები წარუდგინეს მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებმა ეკა გასიტაშვილმა და ზურაბ ძლიერიშვილმა, აგრეთვე ექსპერტმა ულრიხ ჰანგელოხმა. სავალდებულო წილის გაზრდა გაჩუქებული ქონების ხარჯზე სსკ 1378-ე მუხლი, ამ საკითხის შესახებ მოხსენება წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ დიანა ბერეკაშვილმა. შეხვედრის ბოლოს მონაწილეება შეაჯამეს განხილული საკითხები.

ხვალ შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ სამოქალაქო სამართლოს ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორიცაა: სასამართლოს კონტროლის ფარგლები სამეწარმეო ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, რომლესაც წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე პაატა ქათამაძე და ულრიხ ჰამგელოხი.

სასამართლო კონტროლის ფარგლები შრომით დავებზე (საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის განმართება), ამ საკითხზე ისაუბრებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე და ულრიხ ხანგელოხი.

ხვალ 23 ივნისს გერმანელი ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი დაასრულებს შეხვედრათა ციკლს ქართველ მოსამართლეებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა