ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა შესაძლოა ალიანსში მაკედონიის შესვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ

11-12 ივლისს ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა შესაძლოა ალიანსში მაკედონიის შესვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„მოსალოდნელია, რომ ნატო-ს სამიტზე მაკედონია მიიღებს ალიანსში გაწევრიანების მიწვევას. მომავალში, თუ ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმება დაიდება, ჩვენ შევძლებთ მაკედონიას ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობის წინადადებით მივმართოთ“, - განაცხადა მან.

17 ივნისს საბერძნეთისა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა