კახა კალაძე - არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგნი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები

არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგნი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა შენობა-ნაგებობების კედლებზე რეკლამის, საარჩევნო მასალის და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესის შესახებ.

„დღეს მინდა შევაჯამო ეს კვირა და აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს შენობა-ნაგებობების კედლებზე რეკლამის, საარჩევნო მასალის და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესის შესახებ. მე კონკრეტულად თბილისზე ვიტყვი. მინდა გითხრათ, რომ ათეული წლებია ქალაქის იერსახეს, პირველ რიგში ძეგლის სტატუსიან შენობებს (და ეს არ ეხება მხოლოდ ისტორიულ ძეგლებს, ზოგადად, შენობა-ნაგებობებს) ამახინჯებს წლობით მიკრული პლაკატები, განცხადებები და სხვა სახის მასალა. ნებისმიერმა თქვენგანმა შეიძლება ნახოს უკვე არარსებული პარტიების პოსტერების თუ უკვე არარსებული დაწესებულების სარეკლამო განცხადებების ნარჩენები შედარებით ახალი მაკულატურის ქვეშ. მე მგონია, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ როდესაც ამ კანონპროექტზე დავიწყეთ მუშაობა, ძალიან დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი. ამაში, რა თქმა უნდა, პარლამენტიც ჩართული იყო. ჩვენი ინიცირებულია ეს ცვლილებები. მე მადლობელი ვარ პარლამენტის, რომ ამ თემას მიაქცია ყურადღება და მალე გვექნება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კანონი, რომელიც ჩვენი ქალაქების სილამაზეს და სისუფთავეს შეუწყობს ხელს”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მადლობელია იმ ახალგაზრდების, რომლებმაც თავისი ნახატებით გაახალისეს უსახური სივრცეები და კედლები. „მეორე დღეა, არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ამ კანონის ფარგლებში, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგნი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები.

შეიძლება ბევრს არც ჩაუხედავს ამ კანონში, თუ რაზეა საუბარი და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. მე მინდა განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი, არასწორი ინფორმაცია და არასწორად ხდება ამ კანონპროექტის ინტერპრეტაცია. პირიქით, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ სტრიტ-არტის განვითარებას. ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობლები ვართ იმ ახალგაზრდების, ვინც უღიმღამო მიწისქვეშა თბილისი გაახალისა თავისი ნახატებით, თავისი კრეატიულობით, შემოქმედებით და იმედია, კიდევ ბევრ უსახურ კედელს თუ სივრცეს გაახალისებენ და ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა ამ მიმართულებით”, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა