ჩუღურეთის რაიონში 21 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, 21 მისამართზე სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

პროექტის ფარგლებში, ფეხბურთისა და კალათბურთის კარები აღდგება, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები, შეიცვლება ბალახის ხელოვნური საფარი, სტადიონების პერიმეტრზე კი, ლითონის ბადე მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო.

„ჩუღურეთის რაიონის მასშტაბით, 21 მოედნის რეაბილიტაცია დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. ჩვენი მიზანია, განახლებული სტადიონებით კიდევ ერთხელ მივცეთ მოტივაცია მოსახლეობას, დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. წლის განმავლობაში,დაგეგმილი გვაქვს ერთი ახალი სტადიონის მშენებლობა. მოსახლეობას ვთხოვ, გაუფრთხილდნენ იმას, რაც უკვე გაკეთებულია. ჩვენ ერთად უნდ ავიზრუნოთ,რომ დედაქალაქი უფრო გავალამაზოთ“,-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 114 500 ლარი დაიხარჯება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა